1) თუ გიყვარს ქალი - უარჰყო უნდა სულ ყველაფერი. მარტოოდენ უნდა გწამდეს ის, ვინც გიყვარს, მის მხურვალე მკერდზე უნდა ნახო ნავსაყუდელი, მარტო მის გულს უნდა სცემდე თაყვანს, როგორც ღმერთს, და დასთმო უნდა გარშემო ქვეყნიერება. ოჰ, ქალო, ქალო!
2) ლამაზი ქალი ერთდროულად ცაც არის და უფსკრულიც. რა სიამოვნებით აღვაპყრობთ მზერას მის ციურ მშვენებას და რა იოლად გადავიჩეხებით ხოლმე უფსკრულში.
|
1) მხოლოდ ქალს ესმის, რა არის სიყვარული, ვაჟკაცისათვის ხშირად იგი ოცნებაა, ამაო მოყვარეობა, სიხარბე. ქალი კი ერთი კოცნის გამო თავით ფეხებამდე გულად გადაიქცევა ხოლმე და არც ერთი სიმი და ძარღვი არ მოიპოვება ისეთი იმ დროს, რომ არ ზეიმობდეს ანუ არ თრთოდეს.
2) თუ კაცს უნდა სიყვარული დაუმტკიცოს ქალს, ყველაფერი უნდა უამბოს, რასაც ქალის ცნობისმოყვარეობა მოითხოვს.
|
1) ძნელი სათქმელია, რომ ქალს უფრო ძლიერად შეეძლოს სიყვარული, ვიდრე მამაკაცს, მაგრამ ეს კი უეჭველია, რომ ქალებმა უფრო უკეთესად იციან სიყვარული.
2) ქალის ღირსების საზომი მამაკაცია, რომელიც მას უყვარს.
3) თითქმის ყველა ქალს უნარი შესწევს ყველაზე უმაღლესი გმირობა ჩაიდინოს სიყვარულის გამო.
|
1) ქალს უნდა მისცე ყველაფერი, ან არაფერი.
2) ქალები როგორც მოკრძალებულნი და კდემამოსილნი, თავიანთ ნაზ გულში იმარხავენ დაფარულად სიყვარულის ალს, ხოლო დაფარული ალი რომ უფრო ძლიერია გამოჩინებულზე, ეს იცის ყველამ, ვისაც კი განუცდია მისი ძალა თავის თავზე.
|
დიდი ხანია დგახარ და მელოდები? - არაააააა, მე უფრო დიდი ხანი ველოდებოდი შენს ზარს...
მე მაქვს ყავა, რომელსაც არ ვსვამ... სიგარეტი, რომელსაც არ ვეწევი და ადამიანები, რომლებიც (ალბათ) არ მიყვარს...
იცი, თუ გინდა დამაბიჯე გულზე, თუ გინდა ჭრილობაზე მარილიც დამაყარე... იმიტომ რომ სადაც მაზოლებია იქ უკვე აღარ გტკივა...
|
1) ვერავითარი თვალთმაქცობით ვერ დაფარავთ სიყვარულს იქ,სადაც არის და ვერ გამოაჩენთ იქ, სადაც არ არის. 2) გონებას არ ძალუძს დიდხანს ითამაშოს გულის როლი.. 3) ცხოვრება - როგორც ფორტეპიანო, თეთრი კლავიშები - სიყვარული და ბედნიერება, შავი კლავიშები - უბედურება და მწუხარება. რომ მოისმინო ნამდვილი მელოდია, უნდა შევეხოთ ორივეს...
|
1) „მიზეზი იმისა, თუ რატომ არის ადამიანებისთვის ასეთი ძნელი იყვნენ ბედნიერები არის ის, რომ ისინი ყოველთვის ხედავენ წარსულს უკეთესად ვიდრე ის სინამდვილეში იყო, აწმყოს უარესად ვიდრე არის და მომავალს იმაზე ნაკლებ ამოსაცნობად ვიდრე იქნება". 2) კაცობრიობის პროგრესი სხვა არა არის, თუ არა დღითი-დღე გაფართოვდეს შეუძლებლობის ზღვარი. 3) "ადამიანი განსხვავდება ცხოველისგან იმით, რომ ის იწყება იქ, სადაც ცხოველი მთავრდება.”
|
|