1.პეპელა რაღაცით ბავშვობას ჰგავს, მოფრინდება და უცებ გაფრინდება. 2.იცით, ყოველწელიწადს იმდენი ყვავილი ამოდის დედამიწაზე, რამდენი ადამიანიც არის იმ წელიწადს შეყვარებული. ყვავილთა შორის კი ისეთივე განსხვავება, როგორც ერთიმეორისაგან ამათუიმ ადამიანის გულში ჩაჭრილი სიყვარული. ზოგჯერ ყვავილივით მოსწყვეტენ ხოლმე ადამიანები სიყვარულს, რამოდენიმე ხანს გზად გაიყოლებენ, მერე კი სადღაც მოისვრიან სხვათა ფეხქვეშ გასათელავად.